Saturday, May 22, 2010

შრომის ნაყოფი ტკბილია



















1.პროექტის სახელი: ,,შრომის ნაყოფი ტკბილია"
2. პროექტის მოკლე აღწერა: შრომა აკეთილშობილებს ადამიანს. მოსწავლეები მოიძიებენ და განამტკიცებებენ შრომის მნიშვნელობას ადამიანის ზნეობრივ ჩამოყალიბებაში.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციებს სახელგანთქმულ ტყიბულელ მეშახტებზე, მოაწყობენ ექსკურსიას შახტაზე,ჩაწერენ ინტერვიუებს, გადაიღებენ სურათებს, ვიდეო მასალას, შეხვდებიან სხვადასხვა პროფესიის მშობლებს, გადაიღებენ სურათებს ,ჩაწერენ ინტერვიუებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შრომით ღონისძიებებში.
4. მოსწავლეთა ასაკი: 9–10 წ.
5. ვადების ხანგრძლივობა:
1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინფორმაციის მოძიება მეშახტეებზე. ფოტოსურათების და ნახა–ტების შეგროვება. პროფესიული ორიენტაციის გარკვევა. ესე ,,ვინ მინდა ვიყო." სლაიდების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ელექტრონული საიტი, სადაც მოთავსებული იქნება მოძიებული მასალა.
9. სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებში შრომის სიყვარულის აღზრდა,სხვისი შრომის დაფასება და მშრომელ ადამიანებად ჩამოყალიბება.
10.სამუშაო ენა: ქართული
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურაში, ხელოვნებაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში. გამოუმუშავდებათ ჯგუფური მუშაობის,ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის უნარები. უკეთ გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს და გაანალიზებენ მიღწეულ შრომის შედეგებს.

პროექტის ავტორი: ლია ყურულოვი.
პროექტის ავტორის ელ.ფოსტა: lliayurulovi@gmail.com

No comments:

Post a Comment